nanoten
ამგვერდმა მიიღო 00392 hits since July 8, 2023.
Ბოლოგანახლება:  2023.08.14 (Monday) 14:43:57 EDT.
URL: https://nanoten.com/Tusheti-study/index-ge.html

საქართველო:
შემეცნებითი თავგადასავალი თუშეთის მთებში


რატომ?

განათლება წარმოადგენს საუკეთესო ინვესტიციას ჩვენი შვილების მომავალში. იგი არის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო დაცვის მექანიზმი. თუში ბავშვები იმსახურებენ გაეცნონ საკუთარი რეგიონის უნიკალურ მემკვიდრეობას, რომელიც მდებარეობს იქ, სადაც მათი გულია: თუშეთის მთებში. მათ უნდა ნახონ და შეეხონ წინაპრების აშენებულ შენობებს, ყვავილებსა თუ ხეებს, რომლებიც მხოლოდ თუშეთში გვხვდება.

თუშ ბავშვებს ასევე ესაჭიროებათ სხვა ენების სწავლა და ცოდნაც, რომელთაგანაც, ახლა, ინგლისური შეიძლება ყველაზე სასარგებლო იყოს.

თუშმა ბავშვებმა ასევე უნდა იცოდნენ მათემატიკისა და მეცნიერების საფუძვლები სხვა ქვეყნების ბავშვებთან შესაჯიბრებლად.

ზოგიერთი მათგანის სწავლება შესაძლებელია სულ რამდენიმე დღეში. სწავლების პროცესი უნდა იყოს სახალისო და სათავგადასავლო ბავშვებისთვის, რომელიც არა თუ ჩაანაცვლებს სკოლას, არამედ ლამაზად შეავსებს მას.

რა?

სასწავლო თემები დამოკიდებული იქნება მასწავლებლების ხელმისაწვდომობაზე. მასწავლებლებისა, რომლებიც ზრუნავენ ახალგაზრდა თაობაზე.

მე მქვია დოქტორი დევიდ ტომანეკი (Dr. David Tománek). მე ვარ უნივერსიტეტის პროფესორი აშშ-ში და ვიქნები ერთ-ერთი მასწავლებელი, თუ მინიმუმ 5 ბავშვი მიიღებს პროგრამაში მონაწილეობას. ჩემს შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იპოვოთ ვიკიპედიაში.

მე შემიძლია ვასწავლო

  • მეცნიერება
  • მათემატიკა
  • ინგლისური
  • და გაცილებით მეტი

ზემოთ ხსენებულს პირველ რიგში თუში ბავშვებისთვის გავაკეთებ, მაგრამ დასწრება ყველას შეუძლია. მე შემიძლია ვასწავლო ისე, რომ პროცესი ბავშვებს სახალისო აღმოჩნდეს. ამას მხოლოდ მაშინ გავაკეთებ, თუ 5 დაინტერესებულ ბავშვს მაინც ვიპოვნი.

სად?

კარგი ადგილია სოფელი ომალო, ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე, რომელიც ცნობილია ფილმიდან "მიმინო". ნამდვილი თუშური ლოკაცია ძველი ისტორიით. ალვანიდან მისვლა შესაძლებელია 4x4 მანქანით, Mitsubishi Delica-თი, 4 საათში. შეიძლება, ვინმემ ბავშვები უფასოდაც ატაროს, შესაძლოა ეს იყოს მამაშენი ან ვინმეს ძმა.

როდის?

2023 წლის 11-15 სექტემბრის კვირა საუკეთესო პერიოდი იქნება. სკოლები ალვანში მოგვიანებით - 2023 წლის 18 სექტემბერს იწყება.

დილაობით იქნება გაკვეთილები, დღის მეორე ნახევარში სათამაშო დრო, ხოლო საღამოს ვიმსჯელებთ და წავალთ დასაძინებლად.

ვინ?

მე მქვია დოქტორი დევიდ ტომანეკი (Dr. David Tománek), ვარ უნივერსიტეტის პროფესორი აშშ-ში, ვასწავლი ფიზიკას და ვლაპარაკობ 7 ენაზე. ჩემ შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვიკიპედიაზე. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი კოლეგა შემომიერთდება აღნიშნულ სასწავლო პროგრამაში. კურსი ჩატარდება მინიმუმ 5 ბავშვის. მონაწილეობის შემთხვევაში.

მოხარული ვიქნები, თუ ბავშვების ზოგიერთი მშობელი ან ბებია-ბაბუა შეძლებს წამოსვლას ბავშვებთან ერთად ყოფნას (დროის 100%). ისინი იზრუნებენ ბავშვებზე, რომ არაფერი დაემართოთ.

ვიმედოვნებ, რომ ბევრი ქართველი შემომიერთდება და დამეხმარება სწავლების პროცესში!

ბავშვებისთვის

მივესალმებით ყველა იმ ბავშვს, რომელიც ცხოვრობს და სწავლობს თუშეთში

გთხოვთ, ჩანაწერების გასაკეთებლად, თან იქონიეთ ფანქარი და რამდენიმე ფურცელი ან პატარა რვეული

გთხოვთ, თან იქონიეთ სახელმძღვანელოები, რომ შევძლებ თქვენი ცოდნის. რაც არ გესმით (მათემატიკაში), შემიძლია აგიხსნათ.

მშობლებისთვის

ბავშვების ერთი ან მეტი მშობელი ან ბებია-ბაბუა მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ ბავშვებთან (დროის 100%). სასწავლო კლასში ყველას მოგესალმებით!

საფასური

იმის გამო, რომ განათლება ღირებულია, მთავრობა ხარჯებს დიდ ნაწილს გადასახადებიდან ფარავს. სუბსიდირების გარეშე ამ კურსზე სწავლის საფასური 500 ლარია. ვიცი, რომ თუშეთში ეს ძალიან დიდი თანხაა. მონდომებული ბავშვებისთვის არის დიდი ფასდაკლებები.

იმ ბავშვებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფასდაკლებით, ვთავაზობ შესაძლებლობას, რომ გამოხატონ ინტერესი, რისთვისაც უნდა დაწერონ ერთგვერდიანი ნაშრომი ინგლისურ ან ქართულ ენაზე, თუ რატომ აინტერესებთ ეს ერთკვირიანი თავგადასავალი, რა კითხვები გააჩნიათ და რას ელიან კურსისგან. აღნიშნული ნაშრომი უნდა გამოაგზავნონ 2023 წლის 1 აგვისტომდე, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sakartvelo@nanoten.com. შემდგომ მე შევაფასებ ამ ნაშრომებს.

საუკეთესო 5 ნაშრომი მიიღებს 100%-იან ფასდაკლებას (უფასო კურსს), ხოლო მეორე 5 საუკეთესო ნაშრომი 90%-იან ფასდაკლებას. მე ამ ყველაფრისგან მივიღებ 0 ლარს.

სწავლის საფასურისგან დამოუკიდებლად, ორგანიზატორები ითხოვენ 100 ლარის ოდენობის დეპოზიტს თითო ბავშვზე, ვინც დაესწრება მთლიან კურსს. თუ ბავშვები არ დაესწრებიან აღნიშნულ კურსს, არ მინდა თუშეთში ჩამოსვლა, ფრენაში დიდი ფულის გადახდა და მომზადებაზე დიდი დროის დაკარგვა. მას შემდეგ, რაც დეპოზიტზე იქნება 500 ლარზე მეტი თანხა, ჩამოვალ. აღნიშნული დეპოზიტი დაუბრუნდება ყველა მონაწილეს.

ჩემთვის დიდი პატივია ახალგაზრდა თაობის განათლება თუშეთში, საქართველოში. მე არ ვასწავლი ფულისთვის, მე ვამზადებ ახალგაზრდა თაობას მომავლისთვის. თუ ბავშვებს ესიამოვნებთ, ისინი და მათი მშობლები გახდებიან ჩემი მეგობრები, რაც წარმოადგენს ჩემს მოტივაციას.

გვესაჭიროება მეტი მასწავლებელი!!

ჩვენ გვჭირდება მეტი მასწავლებელი. თქვენ უნდა შეძლოთ ბავშვებთან საუბარი მშობლიურ ენაზე. თუ ხარ მასწავლებელი ალვანში ან სხვაგან, გთხოვ, გახდი მოხალისე. თუ ხარ უნივერსიტეტის სტუდენტი, გთხოვ, გახდი მოხალისე. ჩვენ გვჭირდება შთამაგონებელი ხალხი, რომ შთავაგონოთ ბავშვებს

  • ადგილობრივი მცენარეები და ცხოველები (ბიოლოგიის მასწავლებლები)
  • ადგილობრივი არქიტექტურა და ისტორია (ისტორიის მასწავლებლები)
  • სხვა დანარჩენი, რაც ბავშვებს სიამოვნებთ.

ბავშვები უფრო მეტს ისწავლიან, როცა თავად შეეხებიან ხეს ან თუშურ კოშკს და შევლენ შიგნით

მოსწავლეთა რეგისტრაცია


ინფორმაცია თქვენს შესახებ

თქვენი წოდება:
სახელი და გვარი:
თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი:
თქვენი ასაკი:
თქვენი სკოლის დასახელება:
რომელ კლასში სწავლობთ:
თქვენი სახლის
მისამართი
მისამართი
(სტრიქონი 1):

მისამართი
(სტრიქონი 2):


ქალაქი:
საფოსტო ინდექსი:

ქვეყანა:

ტელეფონის ნომერი:

გადახდილი დეპოზიტი:

გადახდილი სასწავლო კურსის საფასური:


დამატებითი ინფორმაცია

შეტყობინება ორგანიზატორებს:





ელექტრონული ფოსტა

დაუკავშირდით ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sakartvelo@nanoten.com .

საკონტაქტო ინფორმაცია

" პროგრამის ორგანიზატორია დოქტორი დევიდ ტომანეკი (Dr. David Tománek), მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დამსახურებული პროფესორი და სამხრეთ აფრიკის იოჰანესბურგის უნივერსიტეტის ფიზიკის გამორჩეული მოწვეული პროფესორი.

დაუკავშირდით ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sakartvelo@nanoten.com .

ასევე, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ WhatsApp-ში. საკონტაქტო ინფორმაცია მივაწვდი დარეგისტრირებულ მოსწავლეებს .

მშენებარე